LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოტენჰემი – სიტი: მატჩამდე

448
2561683-53132370-2560-1440

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და სულ უფრო დაცხება. დღეს ორი ინგლისური გუნდის ჯახია.

ეს ამ გუნდების პირველი მატჩია უახლოეს 11 დღეში. დღევანდელი თამაშის გარდა, „სიტი“ და „ტოტენჰემი“ 17 აპრილს განმეორებით შეხვედრას ჩაატარებენ, 20-ში კი პრემიერლიგის თამაშია.

ბოლოს ლონდონელებმა „სიტი“ 2016-ში დაამარცხეს. ამის შემდეგ „მამლებმა“ „ქალაქელებისგან“ 10 გოლი და 1 ქულა მიიღეს.

„სიტი“ შესაშურ ფორმაშია: 21 მოგება ბოლო 23 მატჩში ყველა ტურნირზე.
„ტოტენჰემი“ პირიქითაა: მხოლოდ 2 მოგება ბოლო 7 შეხვედრაში.

 

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი):
„ვფიქრობ, ეს ჩემ სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს მხოლოდ მეორე თამაშია ახალ სტადიონზე, იმედია ატმოსფერო მოგებაში დაგვეხმარება.“

პეპ გვარდიოლა (სიტი):
„ერთმანეთს მშვენივრად ვიცნობთ. ჩვენზეა დამოკიდებული როგორ გავუძლებთ წნეხს. თუ „ტოტენჰემი“ აგრესიულად ითამაშებს, ჩვენც აგრესიულები უნდა ვიყოთ.“

 

ერთმანეთის პირისპირ

„ტოტენჰემი“ და „სიტი“ პირველად ხვდებიან ევროთასებზე.

„მამლები“ ისტორიაში მეორედ გავიდნენ მეოთხედფინალში. „სიტი“ ამ სტადიაზე ბოლო ოთხ სეზონში მესამედ ითამაშებს.

ამ სეზონში გუნდები ჯერ ერთხელ შეხვდნენ. მაჰრეზის გოლით „სიტიმ“ 1:0 მოიგო.

წინა სტადიაზე შინ „დორტმუნდზე“ გამარჯვება (3:0) პირველი საშინაო მოგება იყო „ტოტენჰემისთვის“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.

„სიტიმ“ წინა მეოთხედფინალი წააგო „ლივერპულთან“ (1:3 და 1:2), მანამდე კი პსჟ გაირა (2:2 და 1:0).

ამ ჩემპიონთა ლიგის ოთხ საგარეო მატჩში „სიტის“ 2 და მეტი გოლი გაქონდა.

 

ბუქმეკერები

ამ საქმის სპეცები გამოკვეთილ ფავორიტს ხედავენ, მაგრამ…

„ტოტენჰემის“ მოგება: 4.25
ფრე: 3.8
„სიტის“ მოგება: 1.9

გარდა ამისა, ბუქმეკერები მიიჩნევენ, რომ ლონდონელებს გოლის გატანის შანსი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები