LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვის გამო ქუთაისის აეროპორტში რეისები ვერ შესრულდა

42

უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში წუხელ დაგეგმილი რეისები ვერ შესრულდა. როგორც ქუთაისის აეროპორტში აცხადებენ, ძლიერი თოვის გამო ვარშავა-ქუთაისისა და ქუთაისი-ვარშავის რეისები გადაიდო.

“თვითმფრინავი ვარშავიდან გამთენიისას უნდა ჩამოსულიყო, ქუთაისიდან კი უკან 06:45 საათზე უნდა დაბრუნებულიყო. გადადებული რეისები 5 იანვარს გამთენიისას შესრულდება”, – განაცხადეს აეროპორტში. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის ქუთაისში აღარ თოვს, რის გამოც დღეს დაგეგმილი ყველა რეისი განრიგის მიხედვით შესრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები