LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota C-HR ყველაზე პოპულარული ქროსოვერი გახდა

51

Toyota-ს წარმომადგენლებმა საავტომობილო მშენებლობის სფეროს განვითარებაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე პოპულარული ქროსოვერი იაპონიაში ახალი Toyota C-HR გახდა. Toyota-ს პრესცენტრში აცხადებენ, რომ 2017 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში Toyota C-HR 79 300 ერთეული გაიყიდა. ასეთი შედეგის წყალობით Toyota ადგილობრივ ბაზარზე SUV სეგმენტის ლიდერი გახდა.

ამა წლის აპრილში აღნიშნული ავტომობილი 13 168 იაპონელმა შეიძინა, რამაც Toyota C-HR-ს საშუალება მისცა ამომავალი მზის ქვეყანაში, სხვა დანარჩენ მოდელებს შორის რეალიზაციის მიხედვით, პირველი ადგილი დაეკავებინა.

უნდა გავიხსენოთ, რომ განახლებული C-HR-ის დებიუტი დეკემბერში შედგა. ქროსოვერი TNGA-ის არქიტექტურით არის აგებული, რომლის საფუძველზეც მომავალში ბრენდის ყველა ავტომობილი აიწყობა.

კაპოტ ქვეშ სტანდარტულ Toyota C-HR-ს 116 ცხენის ძალიანი 1,2 ლიტრის მოცულობის ძრავი აქვს. სრულამძრავიან მექანიზმს კი ორლიტრიანი ძრავის მქონე ვერსია გვთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები