LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ჩინეთში Lexus-ის ელექტროქარებს ააწყობს

110
564547

Toyota-ს ჩინეთში პირველი პირადი ქარხანა ექნება. კომპანია ჩინეთის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ წარმოებას დაიწყებს და თავისი პრემიუმ-ბრენდის Lexus-ის ელექტრომობილებს გამოუშვებს. წყაროს ინფორმაციით, საწარმო შანხაიში განთავსდება და წარმოებას დაახლოებით 2027 წლისთვის დაიწყებს. Toyota იმედოვნებს, რომ სიახლე მას მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო ბაზარზე პოზიციების გამყარების საშუალებას მისცემს.

ამჟამად Toyota ჩინეთში ავტომობილებს მხოლოდ ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობით უშვებს. სწორედ ამიტომ, შანხაის ქარხანა ბრენდის პირველი საწარმო გახდება, რომელსაც ის დამოუკიდებლად მართავს.

აღსანიშნავია, რომ თავად toyota ინსაიდერთა მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ჩინეთი – Lexus-თვის აშშ-ს შემდეგ მნიშვნელობით მეორე ბაზარი იქნება. გასულ წელს ამერიკელებმა პრემიუმ ბრენდის 320 ათასი ავტომობილი იყიდეს, ჩინელებმა 180 ათასზე მეტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები