კომპანია Toyota-მ უკვე გაყიდული მანქანების პროგრამული განახლება დაიწყო. სერვისი ავტომობილების სწრაფი მოდერნიზების საშუალება გახდება, ამუშავდება თანამედროვე ელექტრონიკა, რომელიც ყიდვის მომენტში ხელმისაწვდომი არ იყო. ჯერ-ჯერობით სიახლე მხოლოდ იაპონიაში Prius U Grade-ისთვისაა ხელმისაწვდომი. საქმე ისაა, რომ მანქანების ამ გზით განახლების ფუნქცია ჯერ კიდევ მათი აწყობის დროსაა გათვალისწინებული და დანერგილი.
Toyota Prius შესაძლოა დაიტვირთოს ისეთი ფუნქციებით როგორიცაა – ავტომატური პარკირება Advanced Park, მართვის მხარდაჭერის ტექნოლოგია Toyota Teammate, ბრმა ზონების მონიტორინგი, ქვეითების აღმოჩენის ფუნქცია და საჭის გათბობის ფუნქცია.
ასეთი განახლების საფასური იმაზეა დამოკიდებული თუ რა სურს ავტომფლობელს, მაგალითად, ბრმა ზონების მონიტორინგი – 99 ათასი იენი ეღირება, ხოლო საჭის გათბობა – 55 ათასი.