Toyota-მ ახალი ჯიპის სახელი დააპატენტა – FT-4X. ახალი მოდელი იაპონური ბრენდის სამომავლო გეგმებშია, თუმცა, მანამდე შეიძლება ავტომობილის პროტოტიპი ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AutoGuide აქვეყნებს.
FT – Future Toyota ქართულად ,,მომავლის ტოიოტას’’ აღნიშნავს. მსგავსი აბრევიატურა გვხვდებოდა ავტომწარმოებლის კუპეს სახელწოდებაშიც GT86 – FT-86.
AutoGuide-მა აღნიშნა, რომ პროტოტიპის FT-4X-ის წინამორბედი იყო მოდელი FJ Cruiser.
Toyota FJ Cruiser-ის წარმოება 2016 წელს შეწყდა. იგი აღჭურვილი იყო 239 ცხენის ძალის სიმძლავრისა და 377 ნმ ბრუნის V6 ტიპის ძრავით. როგორი იქნება Cruiser-ის გამგრძელებელი FT-4X, ამას სავარაუდოდ 2017 წელს, რომელიმე ავტოსალონზე ვიხილავთ.