კომპანია Toyota-მ 2023 წლის აპრილში საწარმოო რეკორდი დაამყარა. თუკი ბრენდის ბოლო ანგარიშით ვიმსჯელებთ, გაზაფხულის მეორე თვეს კონვეიერიდან 787,8 ათასი ავტომობილი ჩამოვიდა, რაც Toyota-ს ისტორიაში მაქსიმალური მაჩვენებელია. მშობლიურ მხარეში 273,06 ათასი მანქანა რეალიზდა: რაც 12,2%-იან ზრდას ნიშნავს, თუმცა რეკორდული არ არის. რაც შეეხება საზღვრებს გარეთ მდებარე ქარხნებს, მათ 514,74 ერთეული მანქანა აწარმოეს და წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 14,7%-ით გააუმჯობესეს.
მხოლოდ ინდოეთში წარმოება თითქმის ორჯერ გაიზარდა – 119%-ით. ჩინეთი 51,9%-იანი ზრდით იყო გამორჩეული, რასაც ხელი შანხაის ქარხნის ამუშავებამაც შეუწყო. ევროპულ მოედნებზეც საკმაოდ დიდი მატება დაფიქსირდა – 19,3 პროცენტიანი. აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში შედეგები წინა წელთან შედარებით 6%-ით უკეთესი იყო.