LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ სკანდალის შემდეგ იაპონური ქარხნების მუშაობა განაახლა

145
toyota

Toyota-ს იაპონური ქარხნები ამუშავდა. Toyota Motor-მა ისევ აამოქმედა ყველა ხაზი, რომელიც დიზელის ძრავებთან დაკავშირებული სკანდალის გამო იყო გაჩერებული. ფალსიფიცირებაში დადანაშაულებამ ათობით ბესტსელერის მიწოდებაზე იმოქმედა, მათ შორის Land Cruiser 300-ზე.. ბრენდს წარმოექმნა პრობლემები პარტნიორებთან და იაპონიის მთავრობასთანაც კი, რომელმაც მასშტაბური გამოძიება და შემოწმებები დაიწყო.

Toyota-ს 14-მა ქარხანამ წარმოება განაახლა და ამიერიდან ისინი სრული დატვირთვით იმუშავებენ. იძულებითმა პაუზამ ბრენდს დიდი ზიანი მოუტანა, წარმოება იანვრის შემდეგ 7,5%-ით შემცირდა, რაც 2020 წლის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ამ პაუზის მიზეზი გახდა იანვრის ბოლოს მომხდარი სკანდალი. Toyota დიზელის ძრავების სიმძლავრის გაყალბებაში დაადანაშაულეს, ეს ძრავები კი ისეთ პოპულარულ მოდელებს აქვთ, როგორიცაა – Fortuner, Hilux, Land Cruiser 300, Land Cruiser Prado და LX.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები