მოდელი ორ ვერსიაში გამოვიდა: ჰიბრიდული – გზებისთვის და ბენზინის ლეგენდა -ბოლიდებისთვის
5 დეკემბერს Toyota-მ Gazoo Racing-ის მიერ შექმნილი ახალი ფლაგმანი სუპერქარი წარმოადგინა – GR GT, რომელიც სარბოლო ვერსიაში გამოვა, სახელწოდებით – GR GT3.
საზოგადოებას ორივე მოდელი ერთდროულად აჩვენეს. სერიული მანქანები კი 2027 წლამდე სავარაუდოდ, არ იქნება.
ახალი ტექნიკა: V8 ჰიბრიდი და სრულიად ახალი პლატფორმა
GR GT სრულიად ახალ 4.0-ლიტრიან V8 ძრავს მიიღებს, რომელიც ასევე ახალ 8 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს. სისტემა უკანა ამძრავიანია.
„ავტომატში“ ინტეგრირებულ ელექტროძრავთან ერთად აგრეგატი გამოიმუშავებს:
650+ ცხენის ძალას
850 ნმ-მდე მბრუნავ მომენტს.
ეს მონაცემები წინასწარია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ს გადააჭარბებს.
წონა, მასალები და აეროდინამიკა
Toyota-მ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სიმსუბუქეს:
მაქსიმალური მასა 1750 კილოგრამია.
სრულიად ალუმინის ჩარჩო – ინოვაცია Toyota-სთვის
კარბონის პანელები
წონის განაწილება 45:55 (ძრავი წინ, ტრანსმისია უკან)
კარბონ-კერამიკული მუხრუჭები და 20 დიუმიანი დისკები
ასევე აღსანიშნავია სიმძიმის დაბალი ცენტრი და დახვეწილი აეროდინამიკა.
ორი სახე: გზისთვის და ტრეკისთვის
GR GT წარმოდგენილია, როგორც ტრეკისთვის შექმნილი სუპერქარი, ადაპტირებული ყოველდღიური ექსპლუატაციისთვის.
სალონების კონსტრუქცია და პლატფორმა ორივე ვერსიაში იდენტურია, ბორბლების ბაზაც – 2725 მმ.
GR GT3 განსხვავდება:
უფრო აგრესიული აეროდინამიკით
ფრთებზე განთავსებული „ბადეებით“
სავარაუდოდ – ელექტრო ნაწილის არქონით
მემკვიდრეობა და სამომავლო გეგმები
Toyota ახალ GR GT-ს ლეგენდარული 2000GT-ის იდეის გამგრძელებლად განიხილავს. ტესტირებები უკვე დაწყებულია, თუმცა ორივე მანქანა ჯერჯერობით მხოლოდ პროტოტიპია.
2027 წლისთვის კომპანია გეგმავს სერიულ წარმოებას და პარალელურად, რამდენიმე სხვა სპორტული მოდელის წარდგენასაც, მათ შორის იქნება – ახალი Supra და აღდგენილი Celica.