Toyota-მ ოფიციალურად წარადგინა Hilux-ის მეცხრე თაობა, რომელმაც განახლება როგორც დიზაინის, ისე ტექნიკური თვალსაზრისით მიიღო. მოდელის ისტორიაში პირველად, Hilux სრულად ელექტრული ვერსიითაც იქნება ხელმისაწვდომი.
როგორ გამოიყურება ახალი Toyota Hilux
ახალი თაობის Hilux-მა შეინარჩუნა კლასიკური პიკაპის ფორმა, თუმცა წინა ნაწილი საგრძნობლად შეიცვალა – მიიღო განახლებული რადიატორის ბადე, რომლის ფორმაც ფუტკრის ნაჭუჭს ჰგავს და უფრო ვიწრო ფარები. ბრენდის ტრადიციული ემბლემის ნაცვლად წინა ნაწილზე დიდი წარწერა – TOYOTA განთავსდა. უკანა ფარებს კი ახალი, C-ფორმის განათება დაემატა.

ინტერიერი სრულად გადაკეთდა – კაბინაში განთავსებულია ცალკე მდგომი 12.3-დუიმიანი მულტიმედიური ეკრანი, იმავე ზომის ციფრული პანელი (ან 7-დუიმიანი ბიუჯეტურ ვერსიებში) და ფიზიკური მართვის ღილაკები ძირითადი ფუნქციებისთვის. საჭე Land Cruiser Prado-გან არის ნასესხები.

ტექნიკური მახასიათებლები
Hilux კვლავ პრაქტიკული, გამძლე პიკაპი იქნება, შიდა წვის ძრავებით: 2.8-ლიტრიანი დიზელი და 2.7-ლიტრიანი ბენზინის ძრავი.
თუმცა მთავარი სიახლეა სრულიად ელექტრული ვერსია, რომელიც ორ ელექტროძრავას მიიღებს, ჯამური სიმძლავრით 196 ცხ.ძ. და 300 კმ-მდე სვლის მარაგი.
გარდა ამისა, Toyota გეგმავს Hilux-ის წყალბადზე მომუშავე მოდელის გამოშვებას 2028 წელს.
მოხსენებაში Toyota-მ აღნიშნა, რომ 2025 წლის ფინანსური შედეგებით მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა – იენის გაუფასურება, გაყიდვების გაზრდა და ხარჯების შემცირება კომპანიას დამატებით სარგებელს მოუტანს.