Toyota-მ თავის ქარხნებში მარწყვისა და პომიდვრის მოყვანა დაიწყო. ისევე როგორც სხვა ავტომწარმოებლები Toyota-ც მავნე გამონაბოლქვის შემცირებისკენ ისწრაფვის. გარდა „მწვანე“ მანქანების გამოშვებისა, ეს ინიციატივა ქარხნების რეორგანიზაციასაც მოიაზრებს. კიდევ ერთი ეკო ინიციატივა ქარხნის ტერიტორიაზე სათბურების მოწყობა გახდა, სადაც ხილ-ბოსტნეული დარგეს.
გასულ წელს ბრენდმა ფერმერების დახმარებით იაპონიის ერთ-ერთ ქარხანაში პირველი ექსპერიმენტული სათბური შექმნა და ძრავების აწყობასთან ერთად მარწყვის მოსავალიც აიღო. მოგვიანებით ტერიტორიაზე კიდევ ერთი სათბური გაჩნდა, ამჯერად ჩერის პომიდვრებისთვის.
სათბურის განსაკუთრებული კონსტრუქცია, რაც მიწის სრულად ათვისებას გულისხმობს, მოსავლის რაოდენობას ერთი ორად ზრდის.
თუმცა, ადგილობრივ ფერმერებს სანერვიულო არაფერი აქვთ, toyota ბაზარზე გასვლას არ აპირებს და მოსავალს თავისივე სასადილოებს ურიგებს.