ამოცანა ლოგიკაზე, რომელიც ინგლისის პრემიერლიგას ეხება.
დააკვირდით გრაფიკას – როგორ გგონიათ, რას უნდა ნიშნავდეს?
მინიშნება: ეს პრემიერლიგის ყველა კლუბის გულშემატკივრების გამოკითხვაა. რას აჩვენებს ის?
მეორე მინიშნება: გამოკითხვა საბუქმეკერო კანტორამ ჩაატარა.
კარგი, აი პასუხი:
ინგლისის საბუქმეკერო კანტორა Paddy Power, რომელიც არასტანდარტული აქციებითაა ცნობილი, გუნდების ფანებს ერთი კითხვა დაუსვა: ვის უჭერთ მხარს საჩემპიონო რბოლაში – „სიტის“ თუ „ლივერპულს“?
წითელი ზოლი პროცენტებით – „ლივერპულის“ წილია, ცისფერი – „სიტის“. სულ ეს არის.
საინტერესოა, რომ „ლივერპულს“ 14 გუნდი უჭერს მხარს, „სიტის“ – 5. „ბარნლის“ ქომაგების აზრი თანაბრად გაიყო.
„მანჩესტერის“ გულშემატკივრების 20%-ის ურჩევნია, რომ „იუნაიტედი“ ჩემპიონშიპში გავარდეს, ვიდრე „ლივერპული“ ჩემპიონი გახდეს.
„ლივერპულის“ ჩემპიონობა კიდევ უფრო მეტად არ სურს „ევერტონს“.
არადა, დღეს რა ხდება ხომ იცით: „სიტის“ შინ სწორედ „იუნაიტედი“ ეთამაშება და ალბათ „ლივერპულისთვის“ ეს ბოლო რეალური შანსია „სიტიმ“ ქულები დაკარგოს და პირველზე გადავიდეს.
ბოლოსთვის, ინგლისის რუქა ვინ ვისკენაა…