ევროპელი ტურისტები ამჯობინებენ დაისვენონ სამხრეთ ამერიკაში, კანადასა და ეგვიპტეში ანუ ბევრგან გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა. მოგზაურები ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკამ შეაშინა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
სპეციალისტთა შეფასებით, ევროპიდან აშშ-ში ჯავშნების რაოდენობა უკვე 25%-ითაა შემცირებული. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-ს საზღვარზე ძალიან ბევრ ტურისტს აჩერებენ და უკანონო მიგრაციაში ადანაშაულებენ. ბუნებრივია, ვიზიტორებისთვის მსგავსი მიდგომა დიდი დისკომფორტია და აშშ-ში მოგზაურობის სურვილსაც აქრობს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბრიტანელი ტურისტი აშშ-ს ციხეში მოხვდა და იქ 3 კვირის გატარება მოუწია. ქალი ამ პერიოდს ძალიან ცუდად იხსენებს და გადარჩენისთვის სამყაროს მადლიერია.