LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსფერები ხურდება, VAR ერთა ლიგაზე, ლივერპული ქალაქს გაცდა – ამბები მოკლედ

141
ruee5cbfb869f

„რეალი“ აპირებს ამ კვირაში დაასრულოს აზარის, იოვიჩისა და მენდის ტრანსფერები.

„რეალი“ მზადაა „ტოტენჰემს“ არა უმეტეს 70 მლნ ევრო შეთავაზოს კრისტიან ერიქსენში.

„ბარსელონა“ მიუახლოვდა როდრიგოს ტრანსფერს.

„ბარსელონა“ მზადაა რაფინია და მირანდა „ბეტისში“ იჯარით გაუშვას ფირპოს გარიგების ფარგლებში.

ული ჰიონესი: „ნაკლებ სავარაუდოა სანეს ტრანსფერი. პრობლემა გიჟურ თანხაშია“.

„მონაკო“ დაინტერესებულია „რეალ სოსიედადის“ მეკარით რულით.

„მარსელს“ სურს სტროტმანის გაყიდვა. ის მხოლოდ ერთი წლიწ წინ გადავიდა.

„ფენერბახჩეს“ ნახევარმცველი ელმაზი „ატლეტიკოში“ გადავა 14 მილიონ ევროდ.

 

VAR-ს ერთა ლიგის ფინალური მატჩებში გამოიყენებენ.

ვირხილ ვან დეიკი ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშეა.

„ლივერპულის“ საჩემპიონო აღლუმს 750 ათასი ადამიანი დაესწრო, არადა ქალაქის მოსახლეობა 513 ათასია.

სალაჰი საჩემპიონო აღლუმზე: „მადლობა, რომ მთელი ქალაქი „ენფილდად“ აქციეთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები