LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაქტორის მძღოლმა 10 საათი წყალში გაატარა და ინტერნეტში მოხვედრილი ფოტოს დამსახურებით გადარჩა

67
QVNIMTI0Nzk1OTU3

უელსელმა მძღოლმა ათი საათი დატბორილ გზაზე გაატარა და ერთი ფოტოს დამსახურებით გადარჩა.

გამოცემა Yorkshire Post-ის ინფორმაციით, 64 წლის დევიდ ჯონსი ძლიერი წყალდიდობის შემდეგ ტვირთის წამოსაღებად მიემართებოდა. მას გზად დატბორილი მაგისტრალი უნდა გაევლო და ამ დროს ტრაქტორი წყალში გაიჭედა. როდესაც დევიდის კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ დათქმულ ვადაში ის არ დაბრუნდა, გამქრალი მძღოლის შესახებ პოლიციას ამცნეს.

ჯონს დახმარების გამოძახება არ შეეძლო, რადგან ტელეფონი დაუჯდა, ამიტომ შუა გზაზე სრულიად მარტო დარჩა.

ამ დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა სტიქიას დრონით ფოტოები გადაუღო და ქსელში გაავრცელა. სამართალდამცავებმაც ტრაქტორი ამ კადრებში შეამჩნიეს, მისი ზუსტი მდებარეობა დაადგინეს და მამაკაცის დასახმარებლად ვერტმფრენი გაგზავნეს.

დევიდი ტერიტორიიდან ნავით გაიყვანეს და ოჯახში მშვიდობით დააბრუნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები