გამოცემა Mirror-ის მონაცემებით, ლონდონის ”ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სამსახურიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში კომპენსაციის სახით 30 მილიონზე მეტ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
ორი თვის წინ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ლონდონელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2019 წლამდეა ძალაში. ხელმოწერილი პირობების თანახმად, განსაკუთრებულის ხელფასი წელიწადში 8,5 მილიონი ფუნტია.
შეგახსენებთ, რვა ტურის შემდეგ ინგლისის მოქმედ ჩემპიონს აქტივში სულ რაღაც 8 ქულა აქვს და პრემიერლიგაში მეთექვსმეტე ადგილს იკავებს.