ბრიტანულმა ტუნინგ-ატელიე Overfinch-მა, რომელიც Land Rover-ის ავტომობილების მოდიფიკაციებზე მუშაობს, ახალი ჯიპი – Range Rover Autobiography — London Edition წარმოადგინა. მოდელის სალონი გაფორმებულია ნატურალური ხის მატერიალით, რომელიც ხელითაა დამუშავებული. როგორც გამოცემა Autocar-ზე დაიწერა, ინტერიერზე ასობით ადამიანმა უამრავი საათი იმუშავა. შრომატევადი პროექტი ძალიან ნაყოფიერად დასრულდა – ავტომობილი 250.000 სტერლინგადაა შეფასებული, რაც 320.000 აშშ დოლარის ექვივალენტია.
ავტომობილის ინტერიერი გაფორმებულია ცნობილი ადგილების პანორამებით – London Eye, The Sharp, ლონდონის ხიდი და ა.შ.
მოდელი აღჭურვილია 510 ცხენის ძალის სიმძლავრის აგრეგატით, რომელიც 625 ნმ ბრუნის სისწრაფისაა. გამწევი 8-სიჩქარიან ავტომატთან ერთად მუშაობს.