LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებმა წარმატებული სელფისთვის სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს

45

ტურისტებმა წარმატებული სელფისთვის სიცოცხლე და თავისუფლება რისკის ქვეშ დააყენეს. “metro”-ს ინფორმაციით, კალიფორნიელი ტურისტები ფოტოს გადასაღებად ვეშაპს ზედმეტად მიუახლოვდნენ და უფრო მეტიც, საშიშ ძუძუმწოვარს მოეფერნენ კიდეც.

გარემოს დაცვის ექსპერტთა განცხადებით, ზღვის ძუძუმწოვრებთან მიახლოვება 92 მეტრზე უფრო ახლოს არ შეიძლება. საქმე ისაა, რომ ვეშაპს კუდის ერთი მოქნევით ადამიანის მოკვლა შეუძლია. სწორედ ამიტომ, რისკიან ტურისტებს სოლიდური ჯარიმა და შესაძლოა ციხეც კი დაემუქროთ.

რაც შეეხება ექსკურსიის ორგანიზატორ კომპანიას, რომელმაც მოგზაურები ვეშაპთან მიიყვანა, 25 ათასი დოლარით დააჯარიმებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები