ტურისტებმა აღიარეს, რომ მაროკო „ხარისხიანი მარიხუანის“ გამო უყვართ. სააგენტო „AFP“-ის ინფორმაციით, კანაფი ქვეყანაში ათასობით ტურისტს იზიდავს. მართალია, ჩრდილოეთ აფრიკულ ქვეყანაში მარიხუანა კანონით აკრძალულია, თუმცა მიუხედავად ამისა, ის მაინც ძალიან ბევრ ფერმერს მოყავს. ვიზიტორებიც აღარ მალავენ, რომ ქვეყანა სწორედ ხარისხიანი და ადვილად ხელმისაწვდომი მოსაწევის გამო შეუყვარდათ. როგორც ჩანს, ხელისუფლებაც მზადაა ტურიზმის ასაყვავებლად კანონზე თვალი დახუჭოს ხოლმე.