LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტებს შორის პოპულარული ევროპული კურორტი მოულოდნელად დაცარიელდა

142
Capture

პოპულარული ესპანური კურორტი მაგალუფი მოულოდნელად დაცარიელდა. Daily Mail-ის ინფორმაციით, ამ ყველაფერს წინ ადგილობრივების ანტი ტურისტული საპროტესტო აქციები უძღოდა.

საკურორტო ქალაქში გადაღებულ ფოტოებში ხალხი თითქმის არ ჩანს. კადრებში შეიძლება მხოლოდ ადგილობრივების ნახვა, რომლებიც პლაჟებზე კანტიკუნტად წვანან. შეზლონგები, რომლებიც ამ დროისთვის როგორც წესი, ტურისტებითაა ხოლმე სავსე, გადაბრუნებულია და აღარც ქირავდება.

ანალოგიური სიტუაციაა ქუჩებში და კვების ობიექტებში. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ეს ყველაფერი მათი მასობრივი საპროტესტო აქციების საუკეთესო შედეგია.

საქმე ისაა, რომ აუარებელი დამსვენებლის გამო მაგალუფი მუდმივად გადატვირთული, ხმაურიანი და დაბინძურებული იყო. ადგილობრივებს მშვიდი ცხოვრება ენატრებოდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები