LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტმა რესტორანს ცუდი შეფასება დაუტოვა და ციხეში მოხვდა

120
Screenshot 2024-05-16 114850

ბრიტანელმა ტურისტმა ტაილანდში რესტორანს ყალბი ცუდი შეფასება დაუწერა და ამის გამო ციხეში მოხვდა. ისტორიის დეტალებს ტაბლოიდი the Mirror წერს.

როგორც წყარო აზუსტებს, 9 მაისს პოლიციამ 21 წლის მამაკაცი, სახელად ალექსანდრე ბანგკოკში, თავის სახლში დააკავა. მიზეზი ერთ-ერთი იტალიური რესტორნის მეპატრონესთან კონფლიქტი გახდა.

კონფლიქტი კი 2022 წელს, მას შემდეგ მოხდა, რაც მოგზაურმა, რესტორნის გავლით თავის ნომერში მოინდომა გადასვლა და მფლობელისგან უარი მიიღო. გაბრაზებულმა ტურისტმა რესტორანს ნეგატიური შეფასება დაუწერა და შემდეგ იგივეს გაკეთება მეგობრებს სთხოვა. შედეგად დაწესებულების რეიტინგი 4,8-დან 3,1 ვარსკვლავამდე დაეცა.

მეპატრონემ პოლიციის ადგილობრივ დეპარტამენტში საჩივარი შეიტანა და ამტკიცებდა, რომ ყალბმა შეფასებამ მის რეპუტაციასა თუ ფინანსებს დიდი ზიანი მიაყენა. 2023 წლის აგვისტოში ალექსანდრეს დაკავების ორდერი გაიცა. ბრიტანელს ბრალი „ყალბი ინფორმაციის წარდგენაში ედება, რასაც საზოგადოებისთვის სერიოზული ზარალის მიყენება შეუძლია“.

დაკითხვაზე ეჭვმიტანილმა ყველა ბრალდება უარყო, თუმცა ტაილანდში მსგავსი დანაშაული 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები