თურქეთის ფლაგმანმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines Boeing-თან მოლაპარაკება დაიწყო.საუბარია 40 ერთეული Boeing 787-9 Dreamliner-ის შეძენაზე. როგორც უცხოურ მედიაში წერენ, თურქული ავიაკომპანია საკუთარი ავიაპარკის Dreamliner-ებით შევსებას 2023 წლამდე გეგმავს.
არსებული ინფორმაციით, 20 ერთეულ Boeing-787-9-ს Turkish Airlines-ი 2019 წლის ბოლომდე მიიღებს, დანარჩენ 20 თვითმფრინავს კი – 2023 წლის ბოლომდე.
ცნობისთვის, Turkish Airlines-სა და Boeing-ის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები გასულ კვირას ნიუ-იორკში შედგა.