LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალის ფერადი გარსის ანთება

105
თვალის ფერადი გარსის ანთება

თვალის ფერადი გარსის ანთებას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ფიქრობენ, რომ მის განვითარებაში მონაწილეობს იმუნური ან გენეტიკური ფაქტორები, ზოგიერთ დაავადება. გამომწვევი მიზეზებია: ძლიერი ტრავმა, გამჭოლი დაზიანება, ქიმიური ან ცეცხლით დამწვრობა. ამ შემთხვევაში მას ტრავმულ ირიტი ეწოდება.

თვალის ფერადი გარსის ანთების შესაძლო გართულებებია:

ლენტისებრი კერატოპათია ― რქოვანაზე კალციუმის გროვების გაჩენა; ნაწიბუროვანი ქსოვილის გამო თვალის ფერადი გარსის შეწებება მის უკან მდებარე ბროლზე, რაც გუგას არასწორ ფორმას აძლევს; კატარაქტა – ბროლის შემღვრევა, რომელიც ზოგჯერ შესაძლოა ანთებით იყოს გამოწვეული, ზოგჯერ კი გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობას უკავშირდებოდეს; გლაუკომა; ბადურას ცისტისებური შეშუპება, ბადურას შეშუპებას ან სითხით სავსე ცისტების არსებობას შეუძლია, ცენტრალური მხედველობის დაბინდვა ან დაქვეითება გამოიწვიოს.

კანის აქერცვლას ასევე იწვევს: კანის პარაზიტული დაზიანება, კანის სოკოვანი დაავადება; ინფექცია, ვენერული დაავადებები, ინფექციურ-ალერგიული ბუნების დაავადებები, აგრესიული გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება, კანის ალერგიული დაავადებები, თანდაყოლილი დერმატოზი, კანის სპეციფიკური დაავადებები, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება, ცილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების უკმარისობა.

მივმართოთ ექიმს, რათა გაირკვეს პრობლემის მიზეზი და დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობა. დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია დაზიანების ლოკალიზაცია. მაგალითად, კანის აქერცვლა ხელის თითებს შორის უმეტესად მუნზე მეტყველებს, ხოლო ფეხის თითებს შორის – სოკოვან დაავადებაზე. მკურნალობის დროს უნდა გავითვალისწინოთ ოჯახური ანამნეზიც. ყოველივე ამასთან ერთად, დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ზოგად მდგომარეობას, თანმხლებ სიმპტომებს. საბოლოო დიაგნოზს, წესისამებრ, ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე სვამენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები