კომპანიამ Daimler Trucks თვითმართვადი მანქანების შექმნაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. სერიული სატვირთო მანქანით Mercedes-Benz Actros, რომელსაც Highway Pilot სისტემა აქვს, კომპანიამ სატესტო გასვლა განახორციელა და გერმანიის ავტობანზე გაიყვანა.
Daimlerის აზრით, ეს ყველაფერი მომავალში მკვეთრად გაზრდის უსაფრთხოებას მძღოლებს შორის, დაიკლებს ავარიის რისკი, რომელიც ყველაზე ხშირად მძღოლის მიერ საჭის მართვის ხანგრძლივი დროით გამოწვეული შეცდომის გამო ხდება, ამასთან, სიახლე ეკონომიური იქნება საწვავის მხრივაც, რომელიც ხშირად სისწრაფის გადამეტებული დოზის ან მუხრუჭის გამო ხდება ხოლმე.