LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმავალი ავტომობილები სამ წლის შემდეგ გამოჩნდებიან

53

ჩინურმა საძიებო სისტემამ Baidum დაანონსა, რომ იწყებს ახალ ბიზნესს, რომელიც თვითმავალი ავტომობილების დამზადებას უკავშირდება. ამის შესახებ გაზეთი China Daily წერს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი ბიზნესი ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დამზადებაზე, რომელსაც შემდგომ თვითმავალი ავტომობილებისთვის იქნება გამოყენებული. ”მომავალში ავტომობილები ხელოვნული ინტელექტით გაიმართება, შესაბამისად ჩვენ მზად ვართ საავტომობილო ბაზრის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ დღეიდან 3 წლის შემდეგ პირველ თვითმავალ ავტომობილს დავამზადებთ” – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

თუ Baidu-ს უკანასკნელ ინფორმაციას დავეყრდნობით, პროექტის განმავლობაში ათეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, მათივე ცნობით 10 წლის შემდეგ, ავტომობილების 80% ხელოვნური ინტელექტით იქნება წარმოებული. ხოლო 20 წლის განმავლობაში საავტომობილო ბაზარზე არსებულ ავტომობილებს 100%-ით თვითმავალი ავტომობილები ჩაანაცვლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები