LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

google-ის ჩინურმა ანალოგმა ბიუჯეტური ელექტროქარი შექმნა. სიახლეს საჭე არ აქვს

91
Capture

ჩინურმა IT-გიგანტმა BAidu-მ, რომელსაც ჩინურ Google-საც უწოდებენ, ელექტრონული ავტომობილი Apollo RT6 წარადგინა. სიახლემ მეოთხე თაობის ავტოპილოტი მიიღო და ის საკმაოდ იაფად, მხოლოდ 250 ათას იუანად გაიყიდება. ეს კი დაახლოებით 36 931 დოლარის ტოლფასია, რაც მსგავსი ტექნოლოგიური შიგთავსის მქონე მოდელისთვის ბევრი სულაც არ არის. Apollo RT6-ს ორი ვერსია ექნება -საჭით და საჭის გარეშე, რამეთუ ასეთი დონის ავტოპილოტი მართვის პროცესში ადამიანის ჩართულობას არ ითვალისწინებს.

უსაჭო Baidu-ს პირველი პროტოტიპი ჯერ კიდევ გასულ წელს გამოჩნდა, თუმცა ის ავტომობილი სერიულს უფრო ნაკლებად ჰგავდა. ახალი პროტოტიპის სალონში ადგილი ორი მგზავრისთვისაა გათვლილი.

საჭიანი ვარიაციაც საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. ტრადიციული საჭის ნაცვლად მას შტურვალი და მოწყობილობების პანელი აქვს. უპილოტოს სხვა მახასიათებლებს შორისაა – მოძრავი კარები, პანორამული ფანჯრები, ძალიან ბევრი ეკრანი და ოპტიკა.

Baidu ირწმუნება, რომ ავტოპილოტი სრულიად უსაფრთხოა და გზაზე მისი ქცევა 20 წლიანი სტაჟის მქონე მძღოლის ქცევის ანალოგიურია.