თვითმფრინავები ტურბულენტურ ზონებში ბევრად უფრო ხშირად მოხვდებიან. ბრიტანელმა მეტეოროლოგებმა საკმაოდ საგანგაშო კვლევა გამოაქვეყნეს. მათი დასკვნით, კლიმატის ცვლილება გარემოზე დიდ გავლენას ახდენს და ეს ტურბულენტური ზონების მომრავლებასაც გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა თითქმის გაორმაგდება და წინასწარი პროგნოზით, მცირე ტურბულენტობა 58%-ით, საშუალო 94%-ით, ხოლო ძლიერი კი 149%-ით გაიზრდება. ნაშრომის ავტორის შეფასებით, ტურბულენტობა თითქმის ყველა მგზავრზე მოქმედებს და მითუმეტეს მაშინ როდესაც საუბარი საკმაოდ ძლიერ რყევაზეა.
ოფიციალური მონაცემებით, მსგავსი შემთხვევების დიდი ნაწილი როგორც წესი, საავადმყოფოებში სრულდება ხოლმე.