LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავის ტუალეტები კიდევ უფრო დააპატარავეს

166

თვითმფრინავის ტუალეტები კიდევ უფრო დააპატარავეს. ამერიკულმა ავიაკომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ შემოსავლები გაზარდონ, ამიტომ მგზავრებისთვის განკუთვნილი სივრცე გააფართოვეს, რაც ტუალეტის შემცირების ხარჯზე მოხდა. როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, ახალი ტუალეტები სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრით დაპატარავდა, თუმცა მგზავრები, ისევე როგორც ბორტის წევრები ამ ფაქტით მაინც ძალიან უკმაყოფილოები დარჩნენ. როგორც ერთ-ერთმა მოგზაურმა შეაფასა, ახალ ტუალეტში შესვლა იოგას გავდა, სივრცე იმდენად პატარა იყო, რომ მას ლამის კლაუსტროფობია დაემართა, ხოლო იმისთვის რომ თავი არაფერზე მიერტყა კიდევ უფრო მეტი მოქნილობის გამოჩენა დასჭირდა.

საინტერესოა, რომ ავიაკომპანიები დამატებული ყოველი ერთი სავარძლისგან წელიწადში 400 ათას დოლარს მოიგებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები