LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავს აფრენის დროს მეხი დაეცა

57

ბრიტანულ სამგზავრო ლაინერს აფრენის დროს მეხი დაეცა. გამოცემა „Sutton Guardian”-ის ინფორმაციით, უსიამოვნო ინციდენტი ავიაკომპანია Virgin Atlantic-ის ლაინერს შეემთხვა. ხომალდი ლონდონიდან იამაიკაზე მიფრინავდა, როდესაც ძლიერი ქუხილი დაიწყო და ელვაც გავარდა. კაპიტანმა მაშინვე უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და რამდენიმე წუთში ისევ ლონდონის აეროპორტში დაჯდა. საბედნიეროდ, შემთხვევის დროს არავინ დაზარალებულა. Atlantic-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ მგზავრები სხვა ლაინერში გადასვეს და ფრენა ერთი საათის დაგვიანებით შესრულდა.

https://twitter.com/NiXakaNick/status/844532460373364738?ref_src=twsrc%5Etfw&ref_url=http%3A%2F%2Fwww.suttonguardian.co.uk%2F%2Fnews%2F15173780.Plane_hit_by_lightning_after_leaving_Gatwick_Airport%2F

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები