LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვითმიზანი იყო მქონოდა სიმღერა ბედნიერებაზე“ – სტეფანე სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

124
რადიო

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს სტეფანე მღებრიშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „შორენა ნათია მზია“ პრემიერა შედგა. მომღერალმა ზაფხულის პერიოდში დაგეგმილ კონცერტებზეც ისაუბრა.

სტეფანე, რა იყო სიმღერის „შორენა ნათია მზია“ ინსპირაცია?

ინსპირაცია იყო ასეთი „მზე და შოკოლადები“ როცა ჩავწერე, არანაირი სევდის ნატამალი არ ჰქონდა ამ სიმღერას. 25 წლის შემდეგ, ჩემს სიმღერებს რომ ვაკვირდებოდი, რაღაც მინორული იყო. მინდოდა, „მზე და შოკოლადების“ შემდეგ ისეთი სიმღერა მქონოდა, რომელშიც ცუდი საერთოდ არაფერი იქნებოდა. უცებ დავწერე მისამღერივით, მუსიკასთან ერთად. მინდოდა, ტექსტში ასეთი სახელები ყოფილიყო, რადგან ჩემს მეგობრებს, რომელთაც მზია, შორენა ჰქვიათ, არ მოსწონთ და მე კი ვფიქრობდი, რომ სახელს უშუალოდ ადამიანი ალამაზებს. რაც არ უნდა „Cool“ სახელი გერქვას, თუ ცუდი ადამიანი ხარ, ეს სახელი ფუჭდება და რაც არ უნდა „ცუდი“ სახელი გერქვას, ძალიან მაგარი ადამიანი თუ ხარ, შენ თვითონ ანათებ ამ სახელს. სიმღერა ერთი წლის წინ ჩაიწერა. ნიკო გორგილაძეს ვთხოვე, რომ ტექსტი დაეწერა. ერეკლე გეწაძემ გააკეთა არანჟირება. საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, ვერ გამოვნახე სიტუაცია, რომ ეს სიმღერა გამომეშვა. ვიკავებდი თავს გამოშვებისგან, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ადამიანებსაც სჭირდებოდათ ცოტა პოზიტიური ემოციები. თვითმიზანი იყო, „მზე და შოკოლადების“ შემდეგ მქონოდა სიმღერა ბედნიერებაზე, სრულიად ბედნიერი მუხტი რომ ჰქონოდა.

როგორია სამომავლო გეგმები?

სამი კონცერტი მაქვს დაგეგმილი ბათუმში. წლის განმავლობაში 3 კონცერტზე მეტს არ ვაკეთებ, რომ ადამიანებს თავი არ მოვაწყინო.

სტეფანე – შორენა ნათია მზია

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები