კომპანია Seat-მა უჩვეულო შეჯიბრი მოაწყო: Leon Cupra ლაპლანდიაში გაყინულ ტბაზე ექვს ჰასკის ”დაუყენა”. რბოლა იმპროვიზირებულ ტრეკზე წარიმართა.
გარბენში 300 ცხენის ძალიანი ჰეთჩბეკი და ექვსი ალიასკური და ციმბირული ძაღლი მონაწილეობდა, ავტომობილის საჭესთან კი ესპანელი მრბოლელი ჰორდი ჟენე იჯდა.
გარეთ გარბენისას ტემპერატურა მინუს ხუთ გრადუს ცელსიუსს შეადგენდა, ეს კი მაშინ, როდესაც ძაღლებისთვის ოპტიმალურ ტემპერატურად -10-დან -25 გრადუსამდე ტემპერატურა მიიჩნევა.
Leon Cupra ორ ლიტრიანი ტურბოძრავით არის აღჭურვილი, ას კილომეტრს 4,9 წამში ავითარებს. ჰასკებს შეუძლიათ ხუთ დღე გადაბმულად იმოგზაურონ, ამასთან თითოეულს 30 კილოგრამამდე ტვირთის ტარების უნარი აქვს. ძაღლების მაქსიმალური სიჩქარე 40 კილომეტრ/საათია.