კანადელმა მამაკაცმა, რომელიც ხალხს ფულის სანაცვლოდ ეხუტება, თავის ბიზნესზე ისაუბრა. მისი ისტორია გამოცემა Daily Mirror-მა გამოაქვეყნა.
კანადელი ტრევორ ჰიურონი, რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობს, უკვე მრავალი წელია „ჩახუტების“ თერაპიითაა დაკავებული. ტრევორი უცხო ადამიანებს ეხუტება და ამისთვის საათობრივ ანაზღაურებას იღებს. თავის პროფესიულ ცხოვრებაში მამაკაცი ფსევდონიმით – სიმდიდრე – სარგებლობს.
პროფესიონალი „ჩამხუტებელი“ დიდი ხნის განმავლობაში ფრილანსერი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში კლიენტთა რაოდენობის ზრდის გამო კომპანიაც ჩამოაყალიბა. ის მიიჩნევს, რომ კომპანია მისი საქმიანობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და პოტენციურ კლიენტებს მეტ ნდობას გაუჩენს. კანადელი თავის საქმეს დიდი ენთუზიაზმით ეპყრობა და ამბობს, რომ უჩვეულო პროფესია ადამიანთა შორის კავშირის ჩამოყალიბების პროცესისადმი ინტერესმა აარჩევინა.
სიმდიდრესთან ჩახუტების პერსონალური სეანსი 75 ფუნტი სტერლინგი ღირს და მსურველებს „ჩახუტების“ წვეულებაშიც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. დამატებითი სერვისის ფასი 30 ფუნტია.