LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში დათვების პროფესიონალ ჩამხუტებელს ეძებენ

121
234354

თუკი ახალ სამსახურს ეძებეთ, ნიუ მექსიკოში ცხოვრობთ და „დათვებთან ჩახუტება“ თქვენს უნარებში შედის – მაშინ ახალი ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა.

ველური ბუნების დაცვის დეპარტამენტში დათვების პროფესიონალ ჩამხუტებელს ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ New York Post ავრცელებს.

კანდიდატმა უნდა იცოდეს, რომ მას რთულ პირობებში მოუწევს მუშაობა, უნდა უყვარდეს ლაშქრობა და ცხოველები. „შესაძლოა ეს სამსახური გლამურული არ არის, თუმცა მას მთელი სიყვარულით უნდა მიუდგეთ და იცოდეთ, რომ ეს არის გამოცდილება რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

„დათვებთან ჩამხუტებელს“ ეკოლოგიაში, ბიოლოგიურ მეცნიერებებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში ბაკალავრის ხარისხი უნდა ჰქონდეს.

უჩვეულო პოზიციის დაკავების მსურველებს აპლიკაციის შევსება 30 მარტამდე შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები