მალტას დედაქალაქ ვალეტაში, გამოცხადდა საკმაოდ უჩვეულო ვაკანსია – ეძებენ ადამიანს, რომელიც ისტორიული ქვემეხიდან დღეში ორჯერ გაისვრის.
ვაკანსია განთავსებულია XVII საუკუნიდან მოქმედ ქვემეხზე, რომელიც თავდაპირველად ქალაქის თავდაცვის სისტემის ნაწილი იყო. მოგვიანებით კი ის ცერემონიულ ფუნქციას ასრულებდა – ქვემეხის გასროლა ნიშნავდა ქალაქის კარიბჭეების გახსნასა და დახურვას, ასევე სტუმრების მიღებას, გემების მისალმებას და ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნას.
დღეს ქვემეხს დღეში ორჯერ ისვრიან – 12:00-ზე და 16:00-ზე. მისი მსროლელის სამუშაო ფორმა ისტორიულადაა აღდგენილი და XIX საუკუნის არტილერისტის სტილს იმეორებს. კანდიდატს არ სჭირდება სამხედრო გამოცდილება, მთავარია ინგლისურის ცოდნა და ისტორიისადმი ინტერესი.
პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია Fondazzjoni Wirt Artna, რომელიც ახალ თანამშრომელს ასწავლის ყველაფერს: ქვემეხის გამოყენებას, უსაფრთხოების წესებს და ტურისტებთან კომუნიკაციას.

ქვემეხს დაახლოებით 500 წლიანი ისტორია აქვს. ბრიტანეთის პერიოდში ქვემეხის გასროლა ნავიგაციისთვისაც გამოიყენებოდა, სანამ 1923 წელს რადიო სისტემა გავრცელდებოდა, გასროლა გემებს დროის ზუსტ სინქრონიზაციაში ეხმარებოდა.
დღეს ცერემონია ტურისტებში ძალიან პოპულარულია, მსროლელი სტუმრებს უყვება ისტორიულ ფაქტებს და მონაწილეობს ყოველდღიურ რიტუალში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სანახაობად ითვლება.