ფრანგი არქიტექტორისა და დიზაინერის Van Peteghem Lauriot Prevost-ის მიერ, 2013 წელს შექმნილი კონცეპტის მიხედვით, სპეციალურად დამზადდა კატერი, რომელიც ,,იხვნისკარტას’’ მსგავსად წყლის ზედაპირზე და წყლის ქვეშ ერთნაირად გადაადგილდება. სწორედ ამიტომ, მოდელის სახელია – Platypus, რაც სწორედ აღნიშნული ცხოველის სახელს წარმოადგენს. კონცეპტი ფრანგი არქიტექტორის მიერ დაარსებულ კომპანიაში VPLP-ში გააცოცხლეს.
რას წარმოადგენს Platypus-ი?! ესაა კატერი, რომელსაც გააჩნია სამ დიაფრაგმიანი ზედაპირი. თითოეულზე განთავსებული ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საჭე. შუაში განთავსებული საჭე და დიაფრაგმა ვერტიკალურად მოძრავია და შესაძლებელია მისი წყლის ქვეშ ჩაშვება. აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით, რომელიც 99%-ით უსაფრთხოა, შესაძლებელია კატერი იმართოს როგორც წყლის ზემოდან, ასევე წყლის ზედაპირის ქვემოდანაც. ასევე შესაძლებელია უბრალოდ მგზავრობა წყალში ჩაშვებული შუა დიაფრაგმიდან, ამ შემთხვევაში ზემოთ დარჩენილი ორი საჭიდან, რომელიმეს ვინმე უნდა მართავდეს.
გთავაზობთ ამ გასაოცარი მოდელის ვიდეო-პრეზენტაციას: