რომის მეტროში ტურისტი მანქანით ჩავიდა. შემთხვევა საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მამაკაცს ეგონა, რომ ავტომობილი მიწისქვეშა ავტოსადგომზე ჩაყავდა, თუმცა შეცდომას მალევე მიხვდა. უკან დაბრუნება აღარ შეეძლო, ამიტომ კიბეებს გაჩერებამდე ჩაყვა. ავტომობილი უკან ევაკუატორით ამოიყვანეს, ტურისტი კი 40 ევროთი დააჯარიმეს.