LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფა თამაშგარე მდგომარეობის წესს ცვლის

93
2790048-57584970-2560-1440

მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე თამაშგარე მდგომარეობის ხაზი უფრო ფართო გახდება. ამის შესახებ უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინიმ განაცხადა.

“ერთი სანტიმეტრის ოფსაიდი – ეს ოფსაიდი არ არის. წესის არსი ამაში არ მდგომარეობს. უნდა დაფიქსირდეს აშკარა დარღვევა. უფრო მსხვილი ხაზები აუცილებელია, რადგან ამ ხაზებს სუბიექტურად ავლებენ. ასე რომ, ამჟამინდელი სისტემა იდეალური არ არის. ერთმა სანტიმეტრმა კი შესაძლებელია გუნდს მთელი სეზონი გაუფუჭოს. ხელით თამაში – ასევე პრობლემაა, მაგრამ არ ვიცი კონკრეტულად რა უნდა ვქნათ. ამას ხშირად განვიხილავთ მსაჯებთან ერთად”, – უთხრა ევროპული ფეხბურთის თავკაცმა Sky Sports-ს.

არ არის გამორიცხული ახალი წესები უკვე ევროპის ჩემპიონატზე გამოსცადონ.

ცვლილებები მოწოდებულია არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები შეტევის სასარგებლოდ იქნას გამოტანილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები