უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი კიდევ ოთხი წლით აირჩიეს. უეფას 43-ე კონგრესი რომში გაიმართა და 51 წლის ჩეფერინი მეორე ვადით აირჩიეს, რომელიც უეფას მეშვიდე პრეზიდენტია. სლოვენიელმა ჩინოსანმა ფიცი დადო, რომ – „ერთობა, იმედი, პატივისცემა და სოლიდარობა“ ევროპული ფეხბურთის და უეფას სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი იქნება.
ალექსანდრ ჩეფერინი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა.
„2016 წელს, თქვენ ნდობა გამომიცხადეთ, როცა პრეზიდენტის პოსტზე ამირჩიეს. მაშინ კრიზისი იყო, მაგრამ კრიზისი – ეს არის მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა. ჩვენი მოღვაწეობს საფუძველი უნდა იყოს პატივისცემა, ამიტომაც მოვამზადეთ მთელი რიგი წინადადებები უეფას გამჭვირვალობის ასამაღლებლად. სუსტი წერტილები, რა თქმა უნდა, არსებობს, როგორც ასეთი რამ ყველა სხვა სისტემაში ხდება. დოპინგი, ჩაწყობილი თამაშები, კორუფცია – ეს დაუშვებელია. ორგანოებმა, რომლებიც ამის წინააღმდეგ გამოდიან, მკაცრად უნდა იმოქმედონ. ჩვენ შემდგომშიც დავიცავთ ჩვენს ძირითად ღირებულებებს – თანასწორობასა და ტოლერანტობას, როგორც საფეხბურთო მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აი, ჩემი სამუშაოს მოკლე ანგარიში 2016 წლიდან. იმედია, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა ჩეფერინმა.
უეფას პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ ევროთასებიდან გარიცხავს კლუბებს ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევისთვის –
სლოვენიელი არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო და მას 55 ქვეყნის ეროვნულმა ფედერაციამ დაუჭირა მხარი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ალექსანდერ ჩეფერინის უეფას პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევა მიულოცა.
„უეფას პრეზიდენტი კვლავ ალექსანდრ ჩეფერინი იქნება. ვულოცავ მას ამ გამარჯვებას და ევროპის მმართველი საფეხბურთო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნაყოფიერ მეორე ვადას ვუსურვებ. 43-ე საარჩევნო ყრილობაზე ის იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც გასული არჩევნების მსგავსად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერა წელსაც მიიღო“, – წერს ლევან კობიაშვილი.
უეფა-ს 43-ე კონგრესს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისიც დაესწრო.
„ერთა ლიგამ ჩვენ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დამატებითი შესაძლებლობა მოგვცა. საამისოდ, საქართველოს ნაკრებმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა – ჩვენ ჯგუფური ეტაპი მოვიგეთ. ძალიან კარგია, რომ ასეთი ტურნირი დაარსდა“, – განაცხადა „იზვესტიასთან“ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.