უეფამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისა და ფინალის ბურთი წარადგინა.
Finale Cardiff-ს დიზაინიდან უელსური დრაკონი სუნთქავს.
„დიზაინში გამოყენებულია უელსის ეროვნული ემბლემა – დრაკონი. ძლევამოსილების სიმბოლო კელტების მითოლოგიაში ვნებას ასახავს, რომელიც გადამწყვეტ მატჩებში იბობოქრებს“, – ნათქვამია უეფას განაცხადში.
ბურთს დღეიდან მოყოლებული გამოიყენებენ. დღეს კი ლისაბონში „ბენფიკა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ხვდება, ხოლო პარიზში პსჟ „ბარსელონას“ მიიღებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 3 ივნისს კარდიფის ნაციონალურ სტადიონზე გაიმართება.