ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციამ რეიტინგის ახალი ვერსია გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრები ისევ უკან მიდის: ამჟამად საქართველოს 137 პოზიცია უკავია 240 ქულით. წინა რეიტინგში კი ჩვენი ქულების რაოდენობა 318-ს აღწევდა და ამდენი წაგებების გამო -19-ს ”მოვუყარეთ თავი”.
გერმანია მეოთხე ადგილიდან მესამეზე გადავიდა, ბრაზილია – მეცხრედან მეოთხეზე, იტალიამ და ესპანეთმა კი ათეული დატოვეს, მათ ადგილს იქ საქართველოს თანაჯგუფელი უელსი და ურუგვაი იკავებენ.
ფიფას სექტემბრის ტოპ-10 ასეთია:
1. არგენტინა – 1646 ქულა
2. ბელგია – 1369
3. გერმანია – 1347
4. კოლუმბია – 1323
4. ბრაზილია – 1323
6. ჩილე – 1284
7. პორტუგალია – 1228
8. საფრანგეთი – 1188
9 . ურუგვაი – 1173
10. უელსი – 1161
რეიტინგ-ლისტში ქულები ბოლო ოთხი წლის შედეგებით ითვლება.