LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმთავრესი პრობლემა გლობალური დათბობაა

117
Climate-change-2-scaled-1-1-1568x1046.jpg.optimal

ყოველი მეხუთე ევროპელის აზრით, გლობალური დათბობა კაცობრიობის უმთავრესი პრობლემაა.

ისტორიაში პირველად, ევროპელებმა გარემოს საკითხი სიღარიბეზე, შიმშილზე, სასმელი წყლის სიმცირესა თუ ინფექციურ დაავადებებზე უფრო მნიშვნელოვნად დაასახელეს. ასეთი დასკვნა “ევრობარომეტრმა” საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შემდეგ გამოაქვეყნა.

კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელთა 96% მუდმივად ცდილობს, რომ ბუნებისთვის სასარგებლო რამე გააკეთოს. 75% ახარისხებს ნაგავს, 43% უარს ამბობს ერთჯერადი პლასტმასის ნივთებზე, 42% ცდილობს ნაკლები ელექტროენერგია მოიხმაროს, ხოლო 11% ეკოლოგიურ ტრანსპორტს ირჩევს, ანდაც საერთოდ ფეხით გადაადგილდება.
მაგალითად, ევროპის მწვანე დედაქალაქში ლახტში (ფინეთი) ადგილობრივები ციგებით დადიან და ციგების გაქირავების სერვისიც წარმატებით ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები