LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთში დრონების დამსახურებით ასობით შველი გადაარჩინეს

109
Screenshot 2025-07-25 113145

უნგრეთში გარეული ცხოველების გადასარჩენად თერმული კამერებით აღჭურვილი დრონები გამოიყენეს. როგორც Agriculture წერს, ინიციატივის წყალობით, 278 შველი გადარჩა, რომლებიც შესაძლოა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბორბლებ ქვეშ აღმოჩენილიყვნენ.

ირმები მტაცებლებისგან თავის დასაცავად ხშირად იმალებიან მაღალ ბალახში. ამის გამო, მათი შემჩნევა რთულია და ყოველწლიურად ბევრი ცხოველი იღუპება თიბვის ან სხვა საველე სამუშაოების დროს.

ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, ეკოლოგები ფერმერებთან სამუშაოების განრიგზე წინასწარ შეთანხმდნენ. მოსავლის აღების დაწყებამდე, სპეციალისტთა ჯგუფები ჯერ კიდევ გამთენიისას გადიოდნენ ველებზე. დრონები თერმული ხედვით ასკანერებდნენ ტერიტორიას, ხოლო ოპერატორები აფიქსირებდნენ ადგილებს, სადაც ცხოველები იმყოფებოდნენ.

ამავდროულად, ეკოლოგები ამოწმებდნენ ველებს ფრინველების ბუდეების საპოვნელადაც. აღმოჩენილი ბუდეები სპეციალურად აღინიშნებოდა, რათა ტექნიკას მათთვის გვერდის ავლით ემუშავა.

ინიციატივის ავტორები გეგმავენ, რომ ეს პროგრამა მომავალშიც აქტიურად გამოიყენონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები