უნიკალური ჰიპერქარი Apollo შესაძლოა, კიდევ უფრო ძლიერი გახდეს. სუპერქარმა Apollo Intensa Emozione-მ შესაძლოა 1000 ძალის მქონე ატმოსფერული ძრავი მიიღოს. 6,3 ლიტრის მოცულობის V12 წამში 11 000 ბრუნს შეასრულებს და ეს ინფორმაცია ბრენდის გენერალურმა დირექტორმა უკვე დაადასტურა.
მთავარი მენეჯერის განცხადებით, თუკი კლიენტს სურვილი ექნება, დამატებითი საფასურის გადახდის შემდეგ ძრავი განახლდება და მისი სიძლიერე მაქსიმალურად გაიზრდება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი სიმძლავრე 780-800 ცხენის ძალა – სრულებით საკმარისია რადგან ავტომობილის მასა დაბალი – 1250 კგ-ია. 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფის Hewland-ის მქონე აგრეგატს პირველი „ასეულის“ განვითარება 2,7 წამში შეუძლია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 335 კმ/სთ-ია.
ასევე აღსანიშნავია, რომ ჰიპერქარს მუშაობის 3 რეჟიმი აქვს – სპორტული, სარბოლო და სველი ტრასის, რაც მას საკმაოდ მოხერხებულსა და მოქნილს ხდის.