LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ის ქარხანაში ადამიანის მსგავსი რობოტი დაასაქმეს

175
apollo

Mercedes-Benz-ის ქარხანაში ამიერიდან ადამიანის მსგავსი რობოტი Apollo მუშაობს. ჰუმანოიდი რობოტი ამერიკული კომპანიის Apptronik-ის ქმნილებაა და ის საშუალო სტატისტიკური მამაკაცის ზომისაა. სიმაღლე 170 სანტიმეტრია, წონა – 73 კილოგრამი და მას 25 კილოგრამამდე ტვირთის აწევა შეუძლია.

რობოტის დავალება კომპლექტაციის ხარისხის შემოწმება და მისი კონვეიერამდე მიტანაა. ქარხანაში გეგმავენ, რომ რობოტს ფიზიკურად მძიმე, განმეორებადი და რუტინული დავალებები მისცენ, ისეთი რომელთა შესრულებაც ადამიანებს არ სურთ.

ასეთი რობოტების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ მათთვის სივრცის ორგანიზება არაა საჭირო, რადგან ისინი ადამიანების მსგავსად გადაადგილდებიან.

Mercedes-Benz ირწმუნება, რომ ადამიანების რობოტებით ჩანაცვლებას არ გეგმავს. „ჩვენ ისევ გვჭირდება პროფესიონალი თანამშრომლები, რომელთა მხრებზეცაა ავტომობილის წარმოების ყველაზე რთული დავალებები“, – უთხრა ჟურნალისტებს წარმოების დირექტორმა იორგ ბურცერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები