LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური Koenigsegg მეორედ დაამტვრიეს

112

შვედეთში, ქალაქ ტროლჰეტანთან ახლოს მეორედ დაამტვრიეს ჰიპერქარ Koenigsegg Agera RS-ი სპეცვერსია სახელწოდებით Gryphon. პირველი ინციდენტი 2017 წლის მაისში, ტესტების დროს მოხდა, მაშინ, როდესაც ავტომობილი შემკვეთისთვის გადაცემულიც კი არ იყო. ჰიპერქარის მფლობელი ბიზნესმენი მენი ჰოშბინია.

Koenigsegg Agera RS Gryphon გასულ წელს ჟენევის ავტოსალონზე იწონებდა თავს. ჰიპერქარის განმასხვავებელი ნიშანი ექსტერიერში გამოყენებული 24 კარატიანი ოქროა. ჩქაროსნული ცდებისას, ავტომობილი დაამტვრიეს და მისი გამოყენება შტაბ ბინაში, სადემონსტრაციო გასვლებისთვის გადაწყვიტეს. ჰოშბინისთვის კი კომპანია Koenigsegg-მა ახალი ავტომობილი ააწყო.

Koenigsegg Agera RS Gryphon მოძრაობაში V8 ტვინ ტურბო ძრავით მოდის, რომლის სიმძლავრეც ერთი მეგავატია (1360 ცხენის ძალა). ნულიდან ას კილომეტრამდე 2,5 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 447 კმ/საათია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები