რამდენიმე დღის წინ, არიზონაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აუქციონი გაიმართა, სადაც რარიტეტული Mercedes-Benz 540K Special Roadster-მა ფურორი მოახდინა და გაყიდვების რეკორდული ციფრი, 9.9 მილიონი დოლარი შეადგინა.
ლოტი, რომლის შასიც 130894-ით არის დანომრილი, საავტომობილო წარმოების დასაწყისის იდეალური მაგალითია. ავტომობილი ამერიკაში მისი წარმოებაში ჩაშვების დღიდან, 1937 წელს გაჩნდა.
1937 წლიდან მოყოლებული ავტომობილის ორიგინალი გარბენი 16,458 კილომეტრს შეადგენს. რაც შეეხება ძრავს, უნიკალური მოდელის კაპოტქვეშ მოთავსებულია 5.4 ლიტრიანი, V8 ტიპის ძრავი, რომელსაც 180-მდე ცხენის ძალა აქვს. სერიულ წარმოებაში ავტომობილი სულ რაღაც 419 ეგზემპლიარად იქნა დამზადებული. თითოეულის დასამზადებლად კი დღევანდელი კურსით 200 000 დოლარი დაიხარჯა.
აუქციონზე ლოტის საწყისმა ფასმა 5$ შეადგინა, ხოლო რამდენიმე წამში ავტომობილი ზუსტად 9.9 მილიონ დოლარად გაყიდია. ამ მაჩვენებლით Mercedes-Benz 540K Special Roadster-მა არიზონას აუქციონის გაყიდვების რეკორდი დაამხო. ამ ეტპაზე ინფორმაცია ავტომობილის ახლანდელი მფლობელის შესახებ არ ხმაურდება.