ფრანგული სტარტაპის Navya-ს მიერ შექმნილი უპოლოტი ავტობუსი მარშრუტზე გასვლიდან ერთ საათში ლას-ვეგასის ცენტრში ავარიაში მოყვა. ატობუსი სატვირთოს შეეჯახა.
ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, ინციდენტი სატვირთოს მძღოლის ბრალი იყო: მან დროულად გაჩერება ვერ შეძლო. ამასთან, უპილოტო ავტომობილის სისტემამ სხვა ავტომობილი დააფიქსირა და გაჩერდა.
ავტობუსი კერძო სატრანსპორტო კომპანია Keolis-ის საკუთრებაა, რომელიც წრიულად, ერთ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე დადის. ის აღჭურვილია GPS-მიმღებებითა და კამერებით. საგზაო მოძრაობის შესახებ მონაცემებს იმ გადამცემებისგან იღებს, რომლებიც შუქნიშნებშია ჩამონტაჟებული. ასეთი უპილოტო ავტომობილების გამოყენება ლას-ვეგასის მთავრობის საპილოტე პროექტის ნაწილია, რომელიც 12 თვის განმავლობაში გასტანს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უპილოტოები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მონაწილეები ხდებიან.