LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპილოტო ავტომობილების ავტოსამრეცხაოში გარეცხვამ შესაძლოა, სენსორები დააზიანოს

105

უპილოტო ავტომობილების სისტემა შესაძლოა, რეცხვამ დააზიანოს. ამერიკელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ უპილოტო ავტომობილებს სწორად მოვლა სჭირდება, სხვა შემთხვევაში კი შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას. აღნიშნული მოდელების გარეცხვა ჩვეულებრივი ავტომობილის რეცხვისგან რადიკალურად განსხვავდება. აღმოჩნდა, რომ უპილოტოების ავტოსამრეცხაოში გარეცხვა დაუშვებელია და მათი გასუფთავება მხოლოდ ხელით უნდა მოხდეს. საქმე ისაა, რომ თუკი ავტომობილს სარეცხი საშუალება ბოლომდე არ მოშორდება, შესაძლოა სენსორები დაზიანდეს. აღსანიშნავია, რომ უპილოტო ავტომობილებს მტვერი და ჭუჭყიც არანაკლებ ვნებს. ლაქები ავტომობილს გზაზე არსებული ობიექტების აღქმას ურთულებს. ამიტომ, უპილოტო ავტომობილების მფლობელებმა მის მოვლას მეტი დრო და ყურადღება უნდა დაუთმონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები