LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ? რამდენად ნორმალურია ეს?

93
345435

შენს მეორე ნახევარს უკვე კარგა ხანია ხვდები და თქვენი ურთიერთობაც ნელ-ნელა სერიოზული ხდება. გაიცანი მისი ოჯახი, მის მეგობრებთან ერთად ატარებ დროს. შეიძლება ერთად ჯერ არ ცხოვრობთ, თუმცა ამ საკითხს სერიოზულად განიხილავთ.
რა ძალიანაც არ უნდა გიყვარდეს შენი მეორე ნახევარი, შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები რომელიც გაფიქრებს და დარწმუნებული არ ხარ მისი ესა თუ ის ქცევა რამდენად ნორმალურია.
თუმცა, სანამ რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებ, გაითვალისწინე, რომ მეორე ნახევართან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობები ყველა ადამიანს აქვს და უფრო მეტიც, ეჭვები დაქორწინებულ ადამიანებსაც აწუხებთ.
ურთიერთობების ფსიქოლოგებმა რამდენიმე საკითხს მიაქციეს ყურადღება

რა არის ნორმალური?


1. ინტიმური ურთიერთობა ყოველთვის არ გაკმაყოფილებს

ინტიმური ურთიერთობა წყვილის ბედნიერების უზარმაზარ ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა, თუკი ყოველ ჯერზე ყველაფერი არ მოგწონს ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე ნახევარს უნდა დაშორდე. ამ საკითხში ყველაზე მთავარი კომუნიკაციაა. ფსიქოლოგები თვლიან, რომ საუბრით ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება.

2. მის ოჯახს დიდად არ მოსწონხარ
მაშინ როცა ამ საკითხთან დაკავშირებული კვლევები არც ისე ბევრია, ერთი ძველი სწავლება ამტკიცებს, რომ შენი პარტნიორის სანათესავოს მიმართ სიმპათიების ქონა თქვენს ურთიერთობაზე დადებითაც აისახება. ასეთი მიდგომა ურთიერთობებს ხანგრძლივ პერსპექტივაში ძალიან ადგება.
მაგრამ თუკი მისი ოჯახის წევრები შენს მიმართ დიდი სიყვარულით არ გამოირჩევიან, რას იზამ. მთავარია ამ საკითხის მოგვარება პარტნიორმა სცადოს. პატივი სცეს შენს მოსაზრებებს და უსაფუძვლო კრიტიკისგან დაგიცვას.

3. სერიოზულობა მაშინებს
თითქოს არც ისე იდეალურ ურთიერთობაში ძალიან დიდ ხანს დარჩი და ახლა იმაზე დარდობ, რომ შემდეგი ნაბიჯი ზედმეტად სერიოზული იქნება.
ფსიქოლოგთა აზრით, იდეალური მეორე ნახევრის რწმენა ზოგჯერ ადამიანებს უსაფუძვლო სტერეოტიპებს უჩენს და შემდეგ ურთიერთობებში ბევრ რამეს აფუჭებს. მეორე რჩევა იქნება ის, რომ ნუ შეადარებთ თქვენს თავს სხვა წყვილებს, მთავარია თქვენი მთავარი ღირებულებები ემთხვეოდეს ერთმანეთს და დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია.

არ არის ნორმალური

თუმცა, თუკი თქვენს პარტნიორთან თავს არაკომფორტულად გრძნობთ, ხვდებით რომ მას კომუნიკაცია არ სურს და თქვენს სურვილებს არად აგდებს, ფაქტობრივად ინტერესის ნაკლებობაა, მაშინ ეს პრობლემა ასე ადვილად არ მოგვარდება და შესაძლოა ყველაფერი დაშორებითაც დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები