LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალენსია ევროპის მწვანე დედაქალაქი გახდება

35
thumb_1024x663_valencia-green-capital-11zon

ესპანურმა ქალაქმა ვალენსიამ 2024 წლისთვის ევროპის მწვანე დედაქალაქის ტიტული მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.

კანდიდატ ქალაქებს საერთაშორისო ჟიური 12 კრიტერიუმით აფასებდა, მათ შორის იყო – ჰაერისა და წყლის ხარისხი, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ეკოლოგიური საქალაქო ტრანსპორტის განვითარება.

ვალენსიამ თავი ყველაზე მეტად ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხში გამოიჩინა. ქალაქში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მწვანე სივრცეების შექმნისა და დაცვის საკითხს, აქვთ რამდენიმე ნაკრძალიც. გარდა ამისა, ვალენსიამ დიდ წარმატებას მიაღწია ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების და მიწების სწორად გამოყენების სფეროშიც.

ვალენსიელები აქტიურად მონაწილეობენ „მწვანე“ ინიციატივებში.

ევროპის მწვანე დედაქალაქის გამოვლენის ცერემონიას ამჟამინდელმა მწვანე დედაქალაქმა ფრანგულმა გრენობლმა უმასპინძლა. მომავალ წელს კი ეს ტიტული ტალინს გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ წელს გარდა ერთი გამარჯვებულისა გამოავლინეს ის ქალაქებიც, სადაც მწვანე ინიციატივებს წარმატებით ახორციელებენ და საუკეთესოთა სიაშია – ჰელსინგერი (დანია) და ველენი (სლოვენია).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები